ქარხანამ ფუნქციონირება დაიწყო 1987 წლის ივლისში ქსნის მინის ტარის ქარხნის სახელწოდებით. 1997 წელს კომპანიის აქციათა საკონტროლო პაკეტი შეიძინა თურქულმა სამრეწველო ჰოლდინგმა "შიშეჯამმა", რომელიც შედის მსოფლიოში მინის მწარმოებელი კომპანიების პირველ ექვსეულში, 2 მილიარდ დოლარზე მეტი წლიური გაყიდვების მოცულობით და აერთიანებს 60-ზე მეტ შვილობილ კომპანიას, დასაქმებულთა რაოდენობა კი აღწევს 17 ათასს. ვრცლად...
|